
პროექტის სახელი: საათი
პროექტის მოკლე აღწერა: დროის საზომი ხელსაწყოს, საათის ისტორია
პროექტის სრული აღწერა: ისტორიული ცნობების მოძიება საათის შესახებ. პირველი მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც ადამიანმა შეძლო დროის გაზომვა. საათის აპარატურის განვითარების ისტორია.
1. გნომონი
2. მზის საათი
3. წყლის საათი
4. ქვიშის საათი
5. მექანიკური საათი
6. ციფრული საათი
მონაწილეთა ასაკი: 7-8 წელი
ვადები\ ხანგრძლივობა : 6 კვირა
პროექტის შესაძლო აქტივობები: მასალის მოძიება ინტერნეტის საშუალებით. ამ მასალის დამუშავება და ანალიზი. მსჯელობა და პრეზენტაცია.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები ჯგუფურად მოიძიებენ მასალებს საათების შესახებ. წარმოდგენა შეექმნებათ თუ როგორ იხვეწებოდა საათი დროის განმავლობაში (მზის საათიდან-ციფრულ საათამდე) თანამედროვე საათებთან გაავლებენ პარალელს. მოძიებული სურათებიდან გააკეთებენ პატარა ალბომს.
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან, საგნობრივ ჯგუფებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მოსწავლეები ისწავლიან ინფორმაციის მოძიებას. მასალას მოიძიებენ სასკოლო და საოჯახო ბიბლიოთეკაში, კომპიუტერში - ინტერნეტის საშუალებით. შეისწავლიან ჯგუფებთან მუშაობას და წარმოადგენენ პროექტს იმ მასალებით, რომელიც უკვე გააჩნიათ.
პროექტის ვებ-გვერდი: nino-ninucebi.blogspot.com
ავტორი: ნინო გიგოლაშვილი